fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ბავშვისთვის მამაც ვიქნები და ბაბუაც” – ამბობს 13 წლის გოგონას მამა, რომელმაც ნაქსოზე იმშობიარა

როგორც გაირკვა, 13 წლის გოგონა, რომელმაც საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა, კუნძულ ნაქსოდან არის და მისი ოჯახი სწორედ იქ ცხოვრობს. თავიდანვე აცხადებდნენ, რომ მშობლები მის გვერდით იდგნენ და როგორც ჩანს, ასეც არის. მედიასთან მისი მამა საუბრობს:

“ბავშვს ისე გავზრდით, როგორც ჩვენს შვილს, ფაქტობრივად, ერთად გაიზრდებიან. ახალშობილი არაჩვეულებრივად არის, ჯანმრთელია და კარგადაა. მისთვის ბაბუაც ვიქნები და მამაც. მე და ჩემი მეუღლე გავზრდით. ოთხი შვილი მყავს გაზრდილი და მასაც მათსავით მოვუვლი. მინდა, რომ ჩემმა შვილმა სკოლაში სიარული გააგრძლოს და ყველაფერში მხარს დავუჭერთ.

ჯერჯერობით არ აქვს ჩვენთვის ნათქვამი, თუ ვინ არის ბავშვის მამა. ფეხმძიმობის შესახებ რომ რაიმე გვცოდნოდა, აუცილებლად წავიყვანდით შესაბამის ექიმთან, არ ვიცი, თავად თუ იცოდა. მუცელი არ ეტყობოდა და ვერაფერი შევნიშნეთ, მხოლოდ ოდნავ მოიმატა წონაში, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით ასეთ რამეს,” ამბობს მამაკაცი.

შეგახსენებთ, რომ 13 წლის გოგონას პედიატრმა ფაღარათის დიაგნოზი დაუსვა და შესაბამისი წამალი მისცა, რასაც მშობიარობა მოჰყვა.

onalem

ტესტ