fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოს გენერალური კონსული, ნოდარ კომახიძე, საბერძნეთის სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს გენერალური კონსული თესალონიკში, ნოდარ კომახიძე, დღეს, 5 ოქტომბერს, საბერძნეთის სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს, ათანასიოს დევლიოტის შეხვდა.

აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო თესალონიკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობის მიცემა და ამ ინიციატივის ფარგლებში სხვადასხვა კლინიკებთან თანამშრომლობის დაწყება.

ბ-ნ ნოდარ კომახიძემ და ათანასიოს დევლიოტიმ განიხილეს საკითხები და შეთანხმდნენ, რომ განაგრძონ თანამშრომლობა, რათა ქართველი ემიგრანტებისთვის გაჩნდეს მეტი შესაძლებლობები და შეღავათები, რომლებით სარგებლობასაც შეძლებენ.

შესაბამისად, გენერალური საკონსულო მუდმივ კონტაქტზე იქნება სხვადასხვა კლინიკებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან, რათა გამოჩენილი ინიციატივა სისრულეში და მოქმედებაში მოვიდეს.

onalem

ტესტ