fbpx
საბერძნეთი

17 წლის ბიჭებისდგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ალბანელ თანატოლს აშანტაჟებდა

თესალონიკში დააკავეს კრიმინალური დაჯგუფების წევრები, რომლებიც არც მეტი, არც ნაკლები, 17 წლის ბიჭები არიან. ჯერ კიდევ არასრულწლოვნებს ჩამოყალიბებული ჰქონდათ დაჯგუფება, რომელიც აღჭურვილი იყო იარაღებით, დანებით და ეწეოდა ნარკოტიკებით ვაჭრობას.

პროკურორის ბრძანებით, მათ ბრალად ედებათ გამოძალვის მცდელობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, სხეულის მძიმედ განზრახ დაზიანება, იარაღის უკანონო შენახვა-ტარება.

17 წლის ბიჭების დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ისინი მათსავე თანატოლს, ალბანელ 17 წლის ბიჭს სასტიკად გაუსწორდნენ და სთხოვდნენ, რომ ნარკოტიკების სანაცვლოდ დიდი რაოდენობის თანხა მიეცა. ჩანს, რომ დაშავებული მოზარდი საავადმყოფოში მივიდა, რადგან სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.

იხილეთ კადრები, თუ რა სახის იარაღი ამოიღეს არასრულწლოვნების კრიმინალური დაჯგუფებისგან:

onalem

ტესტ