fbpx
საბერძნეთი

წარმოუდგენელი შემთხვევა საბერძნეთში: ქალი ყოფილ მეუღლეს მათ 9 წლის შვილზე ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს

შოკისმომგვრელი შემთხვევის შესახებ ხალკიდადან გავრცელდა ინფორმაცია. ბერძენმა ქალბატონმა პოლიციაში შეიტანა საჩივარი, რომელშიც ყოფილ მეუღლეს მათ საერთო შვილზე ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს.

49 წლის ქალის საჩივრის მიხედვით, მამაკაცმა მათ 9 წლის შვილზე სექსუალური ძალადობა სცადა იმ დროს, როდესაც მათთან სახლში იმყოფებოდა. ვიზიტი სწორედ ბავშვის მონახულებას უკავშირდებოდა, ვინაიდან ისინი დაშორებულები არიან და ერთად აღარ ცხოვრობენ.

39 წლის მამაკაცი დააკავეს და ბრალად არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობა, უხამსი ქმედება და ოჯახური ძალადობა ედება.

მოსალოდნელია, რომ საქმის დეტალური გამოძიებისთვის მცირეწლოვანი ბიჭი ექსპერტებმა შეამოწმონ.

onalem

ტესტ