fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“საბერძნეთში კორონავირუსის მეორე ტალღის გამოწვევისთვის 400 უსიმპტომო ტურისტიც კმარა” – მეცნიერების ღელვა

როგორც უკვე ცნობილია, თესალონიკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თუ საბერძნეთში დღეში 5 უსიმპტომო ტურისტი შემოვა, კორონავირუსის მეორე ტალღა ქვეყანაში სექტემბრის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი.

მეცნიერების ღელვა სწორედ იმ ადამიანებს უკავშირდებათ, რომლებიც საბერძნეთში ვირუსის იმპორტს მოახდენენ და მათ არ ექნებათ სიმპტომები, შემდეგ მოხდება მისი გავრცელება და აუცილებელია, რომ სიტუაცია მაქსიმალურად სწრაფად გახდეს კონტროლირებადი და გამოიკვეთოს კონტაქტები.

პარალელურად, ათენის საერთაშორისო აეროპორტში ნელ-ნელა ისევ უბრუნდება მუშაობის ჩვეულ რეჟიმს.

“ვფიქრობ, საბერძნეთი უსაფრთხო ქვეყანაა სამოგზაუროდ. აქ ძალიან ცოტა შემთხვევა ფიქსირდება და ეს ძალიან კარგია, ” ამბობს ტურისტი ციურიხიდან.

“საბერძნეთში ინფიცირების მხოლოდ 3.000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. ეს წარმოუდგენლად კარგი მაჩვენებელია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. თქვენ კრიზისს ძალიან კარგად გაუმკლავდით,” აცხადებს ტურისტი არგენტინიდან.

პროფესორი დიმოსთენის სარიიანისი კი აცხადებს, რომ საბერძნეთში საკმარისია შემოვიდეს 400 უსიმპტომო ტურისტი, რომ სექტემბრის ბოლოს ვირუსის მეორე ტალღა უკვე უდაო იქნება. ხოლო თუ მათი რიცხვი 700-1000 იქნება, აგვისტოს ბოლოსვე ვიხილავთ არც თუ ისე სახარბიელო შედეგებს.

მიუხედავად ამისა, სარიიანისი ხაზს უსვამს, რომ თუ დავიცავთ ჰიგიენის წესებს და დისტანციას ერთმანეთისგან, ვირუსის გავრცელების შანსი მინიმუმამდე ეცემა.

ოფიციალურად დასტურდება, რომ თუ ინფიცირებული ადამიანისგან ჯანმრთელი ადამიანი იცავს დისტანციას და ისინი ატარებენ ნიღაბს, დაინფიცირების შანსი მხოლოდ 5%-ია. თუმცა, თუ დისტანციას იცავენ, მაგრამ პირბადე მხოლოდ ერთ მათგანს უკეთია, ინფიცირების რისკი 50%-75%-მდე იზრდება.

მეცნიერების თქმით, ყოველი უსიმპტომო ინფიცირებული, რომელიც ბევრ ხალხში მოხვდება, ჰგავს ცეცხლის ნაპერკალს, რომელიც ტყეში ჩავარდება, ვინაიდან ვირუსის გავრცელება ხდება ცეცხლის გავრცელების მსგავსად.

onalem

ტესტ