fbpx
კრიმინალი

ბერძენი რესტორნის გასაძარცვად შეიჭრა, მაგრამ ინანა და პოლიცია თავად გამოიძახა

უჩვეულო ინციდენტი კუნძულ როდოსზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბერძენი მამაკაცი ერთ-ერთ რესტორანში ძარცვის მიზნით შეიჭრა, თუმცა, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ პოლიციაში საკუთარი ნებით დარეკა.

კერძოდ, როცა ის შიგნით შევიდა, საქციელი ინანა და პოლიციაში დარეკა: “მე მძარცველი ვარ. შემოვიჭერი, რომ მომეპარა, მაგრამ ვნანობ. გელოდებით, რომ მოხვიდეთ, რომ დამაკავოთ, ” ასეთი იყო მისი სიტყვები, რომლებმაც პოლიციის განყოფილების ოპერატორი გააოგნა.

ირკვევა, რომ ადგილზე პოლიცია რამდენიმე წუთში მართლაც მივიდა. ასევე, დაუყოვნებლივ შეატყობინეს რესტორნის მეპატრონეს მომხდარის შესახებ.

ამავე წყაროს ინფორმაციით, მეპატრონემ მძარცველს არ უჩივლა და ფულიც აჩუქა, რომ საკვები ეყიდა.

 

onalem

ტესტ