fbpx
ჯანმრთელობა

ვირუსის “ბუდე” – წარმოუდგენელი კადრები ათენის მდიდრული გარეუბნიდან

ეს არის ვითარება, რომელიც პირდაპირ იკრძალება საბერძნეთის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ. ეს არის ვითარება, რომელიც პირდაპირ არის ხელსაყრელი კორონავირუსის გასავრცელებლად და ეს მოხდება ისე, რომ ამას თავადაც ვერ მიხვდებიან ახალგაზრდები.

ექსპერტები შეძრულები არიან ახალი კადრებით, რომელიც ათენის გარეუბნის, ვარკიზას ერთ-ერთი ბარ-რესტორნიდან ვრცელდება. ხალხით გადატვირთულობა, არანაირი დისტანცია და უსაფრთხოების წესების დარღვევა.

საკმაოდ არასახარბიელოა ფაქტი, რომ ივნისის პირველ 21 დღეში ვირუსით ინფიცირების 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, როცა ეს მაჩვენებელი მარტის თვეში, ვირუსის აფეთქების პერიოდში, 299-ს უდრიდა.

ზომების მოხსნის მიუხედავად, სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მოსახლეობას სიფხიზლის და მუდმივი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს, თუმცა, როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილი საფრთხეებს ადეკვატურად ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს.

ბარ-რესტორანი კანონდარღვევებისთვის დაჯარიმდება.

onalem

ტესტ