fbpx
კრიმინალი

პაკისტანელმა მამაკაცმა 83 წლის ბერძენი ქალი სასტიკად სცემა – ის მეზობლებმა შიშველ მდგომარეობაში იპოვეს

პრევეზაში მომხდარმა ინციდენტმა საზოგადოება შეძრა. საკუთარ სახლში უგონო და შიშველ მდგომარეობაში იპოვეს 83 წლის ბერძენი ქალი, რომელსაც მეზობლებმა მიაკითხეს, ვინაიდან მთელი დღე არ ჰყავდათ ნანახი და ეს ყველაფერი ეუცნაურათ.

გავრცელებული ინფორმაციით, მოხუცის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია და მძიმე დაზიანებების გამო იოანინას საავადმყოფოში მოათავსეს.

ირკვევა, რომ თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია 40 წლის პაკისტანელი მამაკაცი და მას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გაასამართლებენ.

პოლიციის ცნობით, სახლში არ შეინიშნება ქურდობის მცდელობა, ვინაიდან აბსოლუტურად ყველაფერი თავის ადგილზეა, რის ფონზეც ჩანს, რომ პაკისტანელს უნდოდა ქალს ფიზიკურად გასწორებოდა და მის სახლში ძარცვის მიზნით არ შეჭრილა.

წინასწარი ინფორმაციით, პაკისტანელსა და ბერძენ ქალს შორის საქმიანი ურთიერთობა იყო, ანუ მამაკაცი მასთან მუშაობდა.

თავდასხმის ზუსტი მიზეზი დაახლოებით 48 საათში გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც პაკისტანის მოქალაქე ოფიციალურ ჩვენებას მისცემს.

onalem

ტესტ