fbpx
საბერძნეთი

გაუარესებული ამინდის მძიმე შედეგები საბერძნეთში – ნახეთ ვითარება

როგორც ცნობილია, საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში, განსაკუთრებით ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში, ამინდი საგრძნობლად გაუარესდა. წვიმის გარდა, მოვიდა სეტყვაც და მოსახლეობას პრობლემები რამდენიმე ტერიტორიაზე შეექმნა.

გზები და სახლები დაიტბორა ხალკიდიკისა და სერესში. სახანძრო სამსახურმა მინიმუმ 200 ზარი მიიღო წყლის ამოტუმბვის თხოვნით.

რაც შეეხება სეტყვას, ამ მხრივ დაზარალდა ქსანთი, სადაც განადგურდა სხვადასხვა ნერგები, რომლებიც მოსახლეობას ჰქონდა გაშენებული.

სინოპტიკოსთა ცნობით, ცუდი ამინდის ფენომენი სამშაბათამდე შენარჩუნდება.

onalem

ტესტ