fbpx
საბერძნეთი

“დედაჩემის ანგარიშზე ფოტოების და ვიდეოების სანაცვლოდ 20-დან 50 ევრომდე რიცხავდნენ” – 12 წლის გოგოს შოკისმომგვრელი ჩვენება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 53 წლის ილიას მიხო, რომელსაც უმძიმესი ბრალდებები აქვს 12 წლის ბავშვთან დაკავშირებით, მის ფოტოებსა და ვიდეოებს 20 ევროს ყიდდა.

როგორც ირკვევა, აღნიშნულის შესახებ ჩვენებას თავად გოგონა აძლევს. მისი თქმით, მიხო აძლევდა კონკრეტულ მითითებებს, თუ როგორი სახის ფოტოები და ვიდეოები უნდა გადაეღო და გამომდინარე იქიდან, თუ რა ხასიათის იყო მასალა, მათ 20, 25 ან 50 ევროდ ყიდდა.

“დედაჩემის ანგარიშზე რიცხავდნენ თანხას, ფოტოების სანაცვლოდ, ხან 20, ხან 25, ხან კი, 50 ევროს. მამაკაცები ითხოვდნენ ანგარიშის ნომრებს და მიხო აძლევდა დედაჩემის ანგარიშს. ბევრ მათგანს არ შევხვედრივარ ახლოდან, მხოლოდ იმაში იხდიდნენ ფულს, რომ მიხოს მათთვის ფოტოები და ვიდეოები გაეგზავნა.

ფოტოებს ძირითადად მიხო მიღებდა, მეუბნებოდა როგორ მეპოზიორა კამერასთან და როცა მარტო ვიღებდი, მაშინაც მითითებებს მაძლევდა, როგორი ფოტოები სჭირდებოდა,” ამბობს ბავშვი.

აღსანიშნავია, რომ ატიკის პოლიციის მთავარ განყოფილებაში ნებით კიდევ გამოცხადდა ერთი მამაკაცი, რომელიც აცხადებს, რომ გოგონასთან მიმოწერა ჰქონდა და აპლიკაციის საშუალებით თავს 17 წლისად ასაღებდა. ის უკვე მე-13 მამაკაცია, რომელიც პოლიციაში მსგავს ჩვენებას ნებით აძლევს, ვინაიდან გოგონას არასოდეს შეხვედრია.

onalem

ტესტ