fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ყოფილი მეფის, კონსტანტინოს იშვიათი გამოჩენა ათენის ცენტრში (კადრები)

ბერძნული მედიის ობიექტივმა დააფიქსირა ყოფილი მეფის, კონსტანტინოს იშვიათი საჯარო გამოჩენა, თანაც ათენის ცენტრში. მეფე კონსტანტინოსთან ერთად იყვნენ მისი მეუღლე, ანა მარია და მისი დები, ესპანეთის ყოფილი დედოფალი, სოფია და ირინი. ოჯახი ათენის ცენტრში, ცნობილ კაფე-რესტორანში იყო და სწორედ იქიდან მიიქციეს მედიის ყურადღება.

როგორც კადრებიდან ჩანს, ყოფილი მეფე ეტლით გადაადგილდება და ცხვირის კათეტერებს ატარებს, რომელიც აუცილებელია ჟანგბადის თერაპიისთვის. შესაძლოა სამეფო ოჯახი მედიის ობიექტივის მიღმა ვერ დარჩა, მაგრამ ზოგადად, გარშემომყოფების ყურადღების ეპიცენტრში არ მოქცეულან, მათი სადა და მოკრძალებული ჩაცმულობიდან გამომდინარეც, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც სოფია იცნეს და სიხარულით გაემართნენ მისკენ მისასალმებლად.

onalem

ტესტ