fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“ასილოს მხოლოდ ის მიიღებს, ვისაც ეკუთვნის, იმიგრანტების ტალღა არ წყდება” – საბერძნეთის მთავრობა

საბერძნეთის მთავრობა თავშესაფრის აღების პროცედურაში ცვლილებების შეტანას და საზღვრების კონტროლის გაძლიერებას დააჩქარებს. აღნიშნული მოვლენები უკავშირდება საბერძნეთის სანაპიროებზე იმიგრანტების უწყვეტ ნაკადებს.

ბოლო რამდენიმე საათში კუნძულ სამოსსა და ფარმაკონისს სამი ნავი მიადგა, 104 იმიგრანტით. მათგან 85 ფარმაკონისზე ჩავიდა.

მიგრაციის პოლიტიკის მინისტრი, გიორგოს კუმუცაკოსი აცხადებს, რომ სულ მალე მთავრობა ახალ კანონს მიიღებს, რომელიც “ასილოს” უკავშირდება. ეს იქნება სამართლიანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს საბუთის აღების პროცესის დაჩქარებას და რაც მთავარია, მიიღებენ მხოლოდ ისინი, ვისაც ეს ოფიციალურად ეკუთვნის და ცალსახად აქვთ ლტოლვილის პროფილი.

“ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ “ასილო” აიღონ მათ, ვისაც ამის უფლება არ აქვს,” ახადებს კუმუცაკოსი.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათს გიორგოს კუმუცაკოსი მიემგზავრება ლუქსემბურგში, სადაც მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით საბერძნეთის, კვიპროსის და ბულგარეთის წარმომადგენლები თანამშრომლობით ფონზე იმსჯელებენ.

როგორც კირიაკოს მიცოტაკი აცხადებს, დღეს საბერძნეთში მიგრანტების უმეტესობა ეკონომიკური მიგრანტია, რომელთაც საკუთარ ქვეყანაში ფინანსურად უჭირთ და არა ისინი, ვინც ომს გამოურბიან.

onalem

ტესტ