fbpx
საბერძნეთი

ვაქცინის მე-3 დოზა საბერძნეთში: ვის არ სჭირდება ის და ვინ რომელი უნდა გაიკეთოს?!

ვაქცინაციის ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტმა, მარია თეოდორიდუმ, დღევანდელი საგანგებო გამოსვლისას ვაქცინის მე-3 დოზაზე ისაუბრა და განმარტა, თუ ვინ რომელი წარმოების ვაქცინით უნდა აიცრას, ვაქცინაციის ისტორიიდან გამომდინარე.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც mRNA-თი აიცრნენ, კვლავ იგივე ვაქცინით აიცრებიან, კერძოდ კი, Pfizer-ით, რომელიც დიდი შედეგიანობით ხასიათდება, დელტა მუტაციის წინააღმდეგაც კი.

ასევე mRNA-თი აიცრებიან ისინი, ვინც პირველი ორი დოზა AstraZeneca მიიღო.

რაც შეეხებათ მათ, ვინც აიცრა Johnson & Johnson-ის ერთდოზიანი ვაქცინით, ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, თუ რომელი წარმოების წამლით უნდა აიცრნენ, თუმცა, სავარაუდოდ, ეს იქნება ან mRNA ან კვლავ Johnson & Johnson-ის მეორე დოზა. გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, როცა კვლევა დასრულდება.

ქალბატონმა თეოდორიდუმ განაცხადა, რომ ისინი, ვინც კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულები და აიცრნენ 1 ან თუნდაც 2 დოზით, აღარ სჭირდებათ მე-3 დოზის მიღება.

onalem

ტესტ