fbpx
საბერძნეთი

ამინდის საგანგებო პროგნოზი: ამინდის გაუარესება შუადღიდან, წვიმა და სეტყვა

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში შუადღის საათებიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

ამინდი გაუარესდება ძირითადად ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში. ასევე, ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე.

რუკების მიხედვით, სეტყვა მოსალოდნელია ხალკიდიკის, აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკის ტერიტორიებზე. მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, აქ პერიოდული წვიმები და სეტყვა გაგრძელდება სამშაბათამდე.

ორშაბათს იწვიმებს ევიასა და სპორადესში, სამშაბათს ცუდი ამინდის ფენომენი გადაინაცვლებს ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე და საღამოსთვის შესუსტდება.

დღეს ათენში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი კი 30 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ