fbpx
საზოგადოება

რა იგრძნო, როდესაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა? – ექსკლუზიური ინტერვიუ ადვოკატის საშუალებით

იოანა პაპასპირუმ, ადვოკატის საშუალებით, newstimes-თან პირველად ისაუბრა საკუთარ ტრაგედიაზე. მან თქვა, თუ რას გრძნობდა მაშინ, როდესაც სახის 93% დაეწვა და მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.

“რაც იმ დღიდან მახსოვს, არის ის , რომ სამსახურში ასასვლელად ლიფტს ველოდებოდი. ამ დროს გამოჩნდა ქალი, ნიღბით, რომელმაც, ხმის ამოუღებლად, წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის მჟავა შემასხა და ერთადერთი, რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი, იყო წარმოუდგენელი, აუტანელი ტკივილი და წვა. სახე მეწვოდა.

მე არასოდეს მიმიღია ვინმესგან მუქარები და ვერ ვხვდებოდი, ვის შეიძლებოდა ჩემთვის ასეთი რამ გაეკეთებინა. არ მქონია არანაირი პრობლემა არავისთან.

მინდა ნათელი გავხადო, რომ დაკავებული ჩემი ახლო მეგობარი არასოდეს ყოფილა. ის იყო მხოლოდ ნაცნობი, რომელიც 5-6-ჯერ ჰყავდა ნანახი და სოციალური ქსელის საშუალებით კონტაქტობდა ჩემთან. ეს კაცი კი, ვის გამოც ყველაფერი მოხდა, რეალურ ცხოვრებაში არასოდეს მინახავს.

ერთადერთი რამ, რაც მინდა მითხრას, არის ის, თუ რატომ გაანადგურა მთელი ჩემი ცხოვრება?!

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მხარში მიდგას და გამოჯანმრთელებას მისურვებს. მე მოვიკრებ ჩემს მთელ ძალებს და მხნეობას, რომ გავუძლო ყველაფერს, რაც დამემართა,” ამბობს იოანა პაპასპირუ.

onalem

ტესტ