fbpx
საბერძნეთი

კორონავირუსის საფრთხე – ათენში ორი ცნობილი კლუბი 3.000 და 10.000 ევროთი დაჯარიმდა და დროებით დაიხურა

როგორც ჩანს, ათენში მდებარე ორი პოპულარული კლუბის ხელმძღვანელობა უგულებელყოფდა კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებს და არ იყო დაცული უსაფრთხოების არანაირი ნორმა.

გავრცელებული ინფორმაციით, პლაკასა და გაზიში მდებარე კლუბები 3.000 და 10.000 ევროთი დააჯარიმეს და მუშაობის უფლება 15 დღით შეუჩერდათ.

ირკვევა, რომ ამ კლუბებში მუდმივად იყო ხალხით გადატვირთულობა. ცხადია, არავინ ატარებდა ნიღაბს და ამავე დროს არ იყო დაცული საჭირო დისტანცია ადამიანებს შორის.

კლუბების, კაფე-ბარების და ასევე სანაპიროებზე მდებარე ბარების ტერიტორიების შემოწმება მუდმივად მიმდინარეობს განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს მიერ.

ახლა ქვეყნის მთავარი მიზანი ტურისტული სეზონის მსუბუქად გადატანა და ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შეზღუდვაა.

onalem

ტესტ