fbpx
კრიმინალი

ვილა, რომელშიც თვითმარქვია ექიმი ცხოვრობდა – აუზები, ტენისის კორტები და ქრისტიანული ხატები შიგნით

ბერძნული მედია ავრცელებს კადრებს, თუ რა იმალება მდიდრული ვილის გალავანის შიგნით, რომელშიც 47 წლის თვითმარქვია ექიმი ცხოვრობდა. მას ეკისრება პასუხისმგებლობა სამი ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის სიკვდილზე და მხილებულია მრავალ სხვა თაღლითურ დანაშაულში.

ირკვევა, რომ პოლიციამ ვილაში, რომელშიც აუზების გარდა, ტენისის კორტებიც ჰქონდა, საჰაერო ძალების პილოტის შლემები იპოვეს. ასევე, აღმოაჩინეს ფოტოები, რომლებშიც ჩანს, რომ ის საბრძოლო თვითმფრინავებში ზის და სწორედ ამ შლემებს ატარებს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილია, რომ საჰაერო ძალების აღჭურვილობა ხელმისაწვდომი არ არის, თუკი ადამიანი იქ ნამდვილად არ მსახურობს.

გარდა ამისა, ვილაში იპოვეს ქრისტიანული ხატები, რომლებიც, სავარაუდოდ, ძალიან ძვირადღირებულია, თუმცა, მათ შეფასებაზე ამ დროისთვის კულტურის სამინისტრო მუშაობს.

ეს მდიდრული სახლი მას საკუთარ 12 წლის გოგონაზე ჰქონდა გაფორმებული.

გამოძიების მიხედვით, ვილის სხვენი ინახავს უამრავ ისეთ ნივთს, რომელიც მის თაღლითურ გეგმებს ახდის ფარდას. დეტალები სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

 

onalem

ტესტ