fbpx
ჯანმრთელობა

“როდის გველის საბერძნეთში ვირუსის მეორე ტალღა და რა მოხდება, თუ დღეში 5 უსიმპტომო ტურისტი შემოვა?!” – პროფესორ დიმოსთენის სარიიანის პროგნოზები

ცნობილმა ბერძენმა პროფესორმა, დიმოსთენის სარიიანისმა ზაფხულსა და შემოდგომაზე მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, თუ როდის ელის საბერძნეთს კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა და რა გამოიწვევს ამას.

პროფესორის თქმით, ვირუსის მეორე ტალღა საბერძნეთში გვექნება სექტემბრის ბოლოს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში დღეში 5 უსიმპტომო ტურისტი შემოვა. დაახლოებით 19-20 სექტემბერს უკვე შედეგები დადგება.

“ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ უსიმპტომო ტურისტები წარმოადგენენ. ვირუსის ერთ მატარებელს, რომელსაც არ აქვს სიმპტომები, შეუძლია, რომ 20-მდე სხვა ადამიანი დააინფიციროს.

სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვამ ვირუსის გავრცელებას ხელი 18%-ით შეუშალა. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი, მაგრამ პარალელურად, რეკრეაციული ცენტრების, პარკების დაკეტვამ 45%-ით შეამცირა რისკები. საერთო ჯამში საბერძნეთმა პირველ ტალღაზე გაიმარჯვა, რადგან, ზომების მიღების ფონზე, ადამიანებს შორის კონტაქტები შემცირდა 85%-ით. სწორედ ეს არის წარმატების გასაღები,” ამბობს დიმოსთენის სარიიანისი.

ამრიგად, თუ ივლისსა და აგვისტოში საბერძნეთი დღეში 5 უსიმპტომო ტურისტს მიიღებს, სექტემბრის ბოლოს კორონავირუსის მეორე ტალღასთან მოგვიწევს გამკლავება.

onalem

ტესტ