fbpx
კრიმინალი

“გვეუბნებოდა, რომ კიბოს მეტასტაზები უკან იხევდა, 19.000 ევრო გამოგვართვა და საბოლოოდ ბავშვი მოკვდა” – ყალბი ექიმის სასტიკი დანაშაული

ატიკის რეგიონში დაკავებული თვითმარქვია ექიმის ქმედებების შესახებ თავად გარდაცვლილი პაციენტის, 14 წლის გოგონას ბიძა ჰყვება. როგორც ცნობილია, ის სიმსივნით იყო დაავადებული და საბოლოოდ ყალბი ექიმის მსხვერპლი გახდა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რეალურად, თუ როგორ უნდა ემკურნალა ბავშვისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, 47 წლის მამაკაცი 14 წლის გოგონას ზეთებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებას ურჩევდა. ეს იყო მისი თერაპია, მკურნალობის მეთოდი, რომლის შედეგადაც, ოჯახს ეუბნებოდა, რომ კიბოს მეტასტაზები უკან იხევდა.

“მიუხედავად ამისა, ბავშვი იზრდებოდა და დროის გასვლასთან ერთად არაფერი იცვლებოდა. დაახლოებით 6 თვეში ჩვენი გოგონას მდგომარეობა დამძიმდა და კომაში ჩავარდა. ის გვიმტკიცებდა, რომ თერაპია, რომელსაც უტარებდა, იყო უმაღლესი კომპეტენციის მქონე ექიმების მიერ დამტკიცებული. ეს ადამიანი, რომელიც ექიმი გვეგონა, საკუთარი მკურნალობის გზებს გვთავაზობდა და 100%-იან შედეგს გვპირდებოდა, ხოლო იმას, რასაც ჩვეულებრივ, ამ დაავადების შემთხვევაში ადამიანები მიმართავენ, სრულიად უსარგებლოს უწოდებდა,” ამბობს მამაკაცი.

როგორც ირკვევა, მთელი ამ დროის მანძილზე, როცა ოჯახს, კუნძულ კოსიდან, ეგონა, რომ მათი 14 წლის გოგონა გამოჯანმრთელების გზას ადგა, თვითმარქვია ექიმმა 19.000 ევრომდე გამოსძალა, სულ რამდენიმე თვეში. საბოლოოდ კი, გოგონა დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის მამაკაცის მიზეზით გარდაცვლილია სამი ადამიანი და ის კოროპის ტერიტორიაზე დააკავეს, საკუთარ მდიდრულ სახლში.

onalem

ტესტ