fbpx
კრიმინალი

“მე ტკივილისგან ვერ ვიძინებ და ის ციხეში მუშაობას ითხოვს?!” – სასოწარკვეთილი იოანა პაპასპირუ

34 წლის დაზარალებული კიდევ ერთხელ არღვევს დუმილს და ადვოკატის საშუალებით საუბრობს.

“მე ტკივილებისგან ღამით დაძინებაც კი არ შემიძლია და ვიგებ, რომ ქალი, რომლის გამოც ასეთ მდგომარეობაში ვარ, ციხეში სამუშაოს ითხოვს, რომ შემდეგ იქაურობა გაცილებით ადრე დატოვოს. ამ დრომდე ერთხელაც არ მოუხდია ბოდიში ჩემთვის,” ამბობს იოანა, რომელსაც დამწვრობების გამო სახეზე ამ დრომდე 5 ოპერაცია ჩაუტარდა.

ირკვევა, რომ 35 წლის ეფი, რომელმაც მას მჟავა შეასხა, ციხეში მუშაობას ითხოვს. მას სურს, რომ იმუშაოს კორიდალოს ციხის კაფეში ან ბიბლიოთეკაში და არ არის გამორიცხული, რომ მას ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილდეს.

მედიასთან საუბრობენ მისი ექიმებიც:

“სიმართლე ის არის, რომ ეს ყველაფერი მარათონს ჰგავს. ჩვენ უნდა მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვლენების განვითარებას იმის შესაბამისად, რასაც მისი სხეული გვიჩვენებს. ხელოვნური კანი, რომელიც მას  თავდაპირველად დავადეთ სახეზე, კარგად არის შენარჩუნებული და ეს ნიშნავს, რომ მისი სხეული კანს იღებს. გააჩნია, თუ როგორი იქნება ჭრილობების შეხორცების პროცესი და ამის მიხედვით ჩავატარებთ ოპერაციებს. 

იოანა არის ნამდვილი მებრძოლი, ის გვისმენს და აბსოლუტურად მოწესრიგებული ადამიანია. მას არ უნახავს საკუთარი სახე და საჭირო არც არის, რადგან ეს ყველაფერი ცვალებადია. ეს არ არის საბოლოო სურათი, რადგან წინ ოპერაციები გვაქვს.”

 

onalem

ტესტ