fbpx
საბერძნეთი

“მოვითმინოთ, ძალიან მალე ჩვენს ძველ ცხოვრებას დავიბრუნებთ” – მინა გაგას განცხადებები Mega-ზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მინა გაგამ, ტელეკომპანია Mega-სთან საუბარში განაცხადა, რომ “ომიკრონის” ტალღის დეესკალაცია მომდევნო ორ-სამ კვირაში უკვე თვალსაჩინო იქნება, ხოლო სამედიცინო პერსონალისთვის, ძირითადად ექიმებისთვის, ვალდებულების დაწესება, რომ საავადმყოფოებში ცარიელი ადგილები შეავსონ და იმუშაონ, ათენშიც იგეგმება.

“მართალია, გვაქვს ნაკლები ჰოსპიტალიზაცია, ინფიცირების შემთხვევათა ამ რაოდენობის ფონზე, მაგრამ აშკარაა, რომ მაინც გვაქვს ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე. საბედნიეროდ, საუბარია უბრალო კოვიდ-საწოლებზე.

შესაძლებელია, რომ მალე დღეში 50.000 ინფიცირებულს გადავაჭარბოთ.”

გაგამ განმარტა, რომ “ომიკრონი” შედარებით სწრაფად იკურნება და ამიტომ არ არის საჭირო გრძელვადიანი კარანტინი, თუმცა, არც იმის რეკომენდაციას იძლევიან, რომ თუ ვინმე თავს ძალიან ცუდად გრძნობს სამსახურს და ყოველდღიურობას დაუბრუნდეს, იგულისხმება მხოლოდ სრულიად უსიმპტომო მდგომარეობაში ყოფნა.

ვფიქრობ, რომ უნდა მოვითმინოთ, 2-3 კვირაში ვნახავთ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდება და მდგომარეობა გაუმჯობესდება. ვფიქრობ, რომ სულ მალე ჩვენს ცხოვრებას დავიბრუნებთ,” ამბობს ის.

onalem

ტესტ