fbpx
საბერძნეთი

ათენი: დღეს, 18 სექტემბერს, 15:30 საათიდან მეტროს ორი სადგური დაიკეტება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს 15:30 საათიდან ათენის ორი მეტროსადგური დაიკეტება.

პოლიციის ბრძანებით დაიკეტება სადგურები: “კორიდალო”  და “მანიატიკა”, ვინაიდან დაგეგმილია პავლო ფისას ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა. 15:30 საათიდან აღნიშნულ სადგურებში მატარებლები გაჩერების გარეშე ჩაივლიან.

აღსანიშნავია, რომ შესაძლოა დაფიქსირდეს შეზღუდვები, ზოგადად, ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით, გამომდინარე საპროტესტო აქციიდან.

მსვლელობა დაიწყება პავლო ფისას მკვლელობის ადგილიდან, ადგილიდან, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი “ოქროს განთიადის” წევრს, გიორგოს რუპაკიას შეეწირა.

onalem

ტესტ