fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია საბერძნეთში: გარდაცვლილია ფეხმძიმე 26 წლის გოგონა, დაშავდა მისი მეუღლე და 5 წლის შვილი

ბერძნული მედია ტრაგიკული ავტოავარიის შესახებ იუწყება, რომელიც გუშინ საღამოს პატრა-პირგოს ეროვნულ გზატკეცილზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 26 წლის გოგონა, რომელიც ფეხმძიმედ იყო, საავადმყოფოში გადაიყვანეს მისი მეუღლე, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და ასევე, მათი მეორე, 5 წლის შვილი.

რაც შეეხება სატვირთოს მძღოლს, ის მსუბუქად არის დაშავებული. ირკვევა, რომ ოჯახი ამალიადას ერთ-ერთი სოფლიდან არის.

onalem

ტესტ