fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ძლიერი ხანძარი ლარისაში – არსებობს აფეთქების საფრთხე

ლარისაში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. პოლიციამ, უსაფრთხოების მიზნით, იქაურობა გადაკეტა.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ამავე წყაროს ინფორმაციით, მეხანძრეები შიშობენ, რომ არსებობს აფეთქების სერიოზული საფრთხე, ვინაიდან ქარხანაში არის პროპანის ბოთლები.

მიმდებარე ტერიტორია სრულიად ბლოკირებულია, მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ ცეცხლის ლოკალიზებისთვის.

იხილეთ ვითარება:

onalem

ტესტ