fbpx
საბერძნეთი

გლოვა საბერძენთის შეიარაღებულ ძალებში: ლიბიაში საგზაო კატასტროფას მისიაში გაგზავნილი ბერძნები ემსხვერპლნენ

საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებში გლოვაა გამოცხადებული ლიბიაში დასახმარებელ მისიაში გაგზავნილი ბერძნების გარდაცვალებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილი გახდა, მოხდა ავტოსაგზაო კატასტროფა, რომლის დროსაც ბერძნების ავტობუსი შეეჯახა ფურგონს, შეჯახება კი, იმდენად ძლიერი იყო, რომ მოჰყვა რამდენიმე ადამიანის გარდაცვალება.

არსებული მონაცემებით ფურგონშიც და ავტობუსშიც 5 ადამიანი გარდაიცვალა, ანუ ავარიას ჯამში 10 ადამიანი ემსხვერპლა. ბერძნებს შორის 2 ექთანი, 1 ოფიცერი და 2 თარჯიმანი გარდაიცვალა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავტოავარია შესაძლოა ტერაქტი ყოფილიყო, თუმცა, აღნიშნულ ცნობებს კატეგორიულად გამორიცხავენ. ფურგონში, რომელიც ბერძნების ავტობუსს შეეჯახა, ლიბიელ მძღოლს საკუთარი ოჯახის წევრები ჰყავდა, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი ტერაქტის შესაძლებლობის წინააღმდეგ მეტყველებს.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ავტობუსი მთლიანად ცეცხლში გაეხვა, რა თქმა უნდა, დაშავდნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც შიგნით ისხდნენ, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საბერძნეთის პრემიერმაც და განაცხადა, რომ დღეს მთელი საბერძნეთი გლოვობს.

onalem

ტესტ