fbpx
საბერძნეთი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე საბერძნეთში – რა იხსნება დღეს?!

დღეს საბერძნეთში ზომების მოხსნის კიდევ ერთი ეტაპი დადგა. იხსნება სავარჯიშო დარბაზები, რასაც ასე მოუთმენლად ელოდა საზოგადოება.

ახალ-ახალი ნაბიჯები საკმაოდ ნელა იდგმება, ვინაიდან საბერძნეთში ჯერ კიდევ არ არის მიღწეული უსაფრთხოების სასურველი დონე.

სპორტული დარბაზების პერსონალისთვის სავალდებულოა თვითტესტირება და ორმაგი პირბადის ტარება (დასაშვებია გაზრდილი უსაფრთხოების პირბადის ტარებაც).

ამას გარდა, დღეიდან ონლაინ სამუშაო რეჟიმზე მყოფ თანამშრომელთა რიცხვი მცირდება 20%-მდე. რაც შეეხება მუსიკის დაშვებას კაფეებსა და რესტორნებში, ექსპერტებს აღნიშნული რეკომენდაცია ჯერ არ გაუციათ.

31 მაისიდან გაიხსნა ღია კორტებიც.

საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ პანდემიის კურსს ქვეყანაში, თუმცა, მოსახლეობას სიფხიზლისა და ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

ამ დროისთვის საბერძნეთში ვაქცინირებული მოსახლეობის რიცხვი 5.498.042-ს უდრის, ხოლო ზაფხულის ბოლოსთვის ექსპერტების თქმით, მივაღწევთ 70%-იან ბარიერს, რაც ნიშნავს, რომ იმუნიტეტის კედელი უკვე იარსებებს.

onalem

ტესტ