fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მამაკაცი ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან 12 საათში გარდაიცვალა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ვოლოსში 62 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც ვაქცინაცია რამდენიმე საათის გაკეთებული ჰქონდა.

კერძოდ, 62 წლის მამაკაცისთვის ეს ვაქცინის მეორე დოზა იყო. ის გულის შეტევით დაიღუპა, აცრის გაკეთებიდან 12 საათში. მისი ოჯახი საქმის გამოძიებას აპირებს, რადგან თვლიან, რომ გარდაცვალება შეიძლება ვაქცინაციას უკავშირდებოდეს.

ირკვევა, რომ მამაკაცმა გუშინ ღამით დაურეკა თავის მეგობარს და უთხრა, რომ თავს ცუდად გრძნობდა, ჰქონდა ძლიერი ტკივილი გულის არეში. მეგობარი მასთან დაუყოვნებლივ მივიდა და დარჩა 04:30 საათამდე, ვიდრე მამაკაცმა არ დაიძინა, ხოლო შემდეგ მისი სახლი დატოვა.

დილის 09:05 საათზე მეგობრებმა კვლავ ისაუბრეს ერთმანეთთან ტელეფონით და ამ დროს 62 წლის მამაკაცი თავს უკვე ძალიან კარგად გრძნობდა. ამიტომ შეხვედრა დათქვეს და როდესაც 30 წუთში მეგობარი კვლავ მივიდა მის სახლში, ის გარდაცვლილი დახვდა. მან დაუყოვნებლივ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საავადმყოფოში გადაყვანისას მისი სიკვდილი დადასტურდა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, წინასწარი ცნობებით, მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

onalem

ტესტ