fbpx
საბერძნეთი

“ვერ ვხვდები, რატომ არ მიდიან ათენელები ქალაქგრეთ, თავიანთ აგარაკებზე?!” – უთანხმოება პროფესორთა შორის

ბოლო პერიოდში საბერძნეთში ექსპერტთა შორის უთანხმოება ბევრ საკითხთან დაკავშირებით დაფიქსირდა. დღეს დილით ტელეკოპანია ANT-ის ეთერში ისაუბრა პროფესორმა, ნიკოს ძანაკისმა, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ მოსახლეობა უნდა გავიდეს ქალაქგარეთ, რასაც ექსპერტთა ნაწილი ეწინააღმდეგება.

“ფაქტია, რომ ვირუსი ღია სივრცეებში გაცილებით ნაკლებად ვრცელდება. აქედან გამომდინარე, სჯობს, მოსახლეობას საშუალება მიეცეს, რომ ქალაქგარეთ , აგარაკებზე გავიდეს, რომ აღარ დაფიქსირდეს ხალხმრავლობები. ვფიქრობ, სოფლებში ვირუსის გავრცელება გაცილებით შეზღუდული იქნება.

გარდა ამისა, ხალხის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც გაუმჯობესდება და ექნებათ სურვილი, რომ ზომები უფრო მეტად დაიცვან. 

არ მესმის რატომ არ მიდის ათენისა და პატრის მოსახლეობა თავიანთ სოფლებში. ქალაქში ყოფნით ხომ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებენ,” ამბობს ძანაკისი.

მეორეს მხრივ, მას უპასუხა მატინა პაგონიმ, რომელიც ეწინააღმდეგება არა თუ ახლა, არამედ აღდგომის პერიოდის სოფლებში გატარებასაც კი.

“როდესაც სოფლებში მივდივართ, იქ ნახევარი მოსახლოება ერთად წვავს ხორცს და ოჯახები ცალ-ცალკე არ იკრიბებიან. გადაადგილებას სერიოზული კონტროლი სჭირდება, ამ მხრივ. უკვე ვხედავთ ახალგაზრდებს, რომლებსაც არანაირი თანდევი დაავადება არ აქვთ, მაგრამ არიან რეანიმაციაში,” ამბობს პაგონი.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი დაიშვება თუ არა აღდგომას სოფლების მიმართულებით გადაადგილება.

onalem

ტესტ