fbpx
საბერძნეთი

მძიმე ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტის კინემატოგრაფიული გაქცევა ფსიქიატრიული კლინიკიდან

იოანინას ფსიქიატრიულ კლინიკაში უპრეცენდენტო შემთხვევა დაფიქსირდა. ბერძენი მამაკაცი, რომელსაც სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს, კლინიკიდან გაიქცა, ხოლო გარემოებები, რომლებიც ამ ფაქტს ახლავს თან, გაფიქრებინებთ, რომ ის რომელიმე ფილმის გმირია.

ირკვევა, რომ მამაკაცს კორონავირუსზე ტესტი გაუკეთეს და როდესაც პასუხი უარყოფითი მოვიდა, გადაიყვანეს პალატაში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ თავად იმყოფებოდა. მან მდგომარეობით ისარგებლა, ფანჯრიდან გადახტა, იქვე მდგომი ველოსიპედი მოიპარა და ΚΤΕΛ-ის სადგურისკენ წავიდა, რადგან ლეფკადაში უნდოდა ჩასვლა. (ის სწორედ ლეფკადაში დააკავეს თავდაპირველად და შემდგომ პროკურორის ბრძანების საფუძველზე გადაიყვანეს იოანინას კლინიკაში).

მიუხედავად იმისა, რომ ის ავტობუსით აპირებდა გამგზავრებას, იქვე იპოვა სატვირთო მანქანა, რომელსაც გასაღებებიც კი ეკეთა. ბერძენი მანქანაში ისე ჩაჯდა, თითქოს, თავისი ყოფილიყო და გზას გაუდგა.

მისდა სამწუხაროდ, კინემატოგრაფიული გაქცევა იქ დასრულდა, როდესაც ლეფკადას მიუახლოვდა და ადგილობრივმა ოფიცრებმა დააკავეს, რადგან უკვე გადაცემული ჰქონდათ ინფორმაცია, მის გაქცევასთან დაკავშირებით.

ამავე წყაროებზე დაყრდნობით, მამაკაცს კვლავ ფსიქიატრიულ კლინიკაში დააბრუნებენ და მის ბრალდებებს მოტოციკლისა და მანქანის მოპარვაც დაემატება.

აღსანიშნავია, რომ სატვირთო მანქანა პატრონს დაუბრუნდა.

onalem

ტესტ