fbpx
საბერძნეთი

დღეს საღამოს 18:00 საათამდე მეტროსადგური “სინდაღმა” დაკეტილი იქნება – იკეტება სხვა სადგურებიც

გავრცელებული ინფორმაციით, 11:00 საათიდან დაკეტილია მეტროსადგური “სინდაღმა”, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ათენში ვიზიტის გამო.

არსებული ცნობებით, სადგური დაკეტილი დარჩება 18:00 საათამდე, ხოლო ეტაპობრივად მოსალოდნელია დაიკეტოს შემდეგი სადგურებიც: “კატეხაკი”, “მეღარო მუსიკის”, “ევანგელისმოს”.

აღნიშნულ სადგურებში მატარებლები ისე ჩაივლიან, რომ არ გააჩერებენ.

ერდოღანის ვიზიტის ფარგლებში მოსალოდნელია ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა შემდეგ გამზირებზე: კატეხაკი, მესოგიონ, ვასილისის სოფიას, კიფისიას, ვასილეოს კონსტანტინოს, ვასილისის ამალიას, ალექსანდრას, მიხალაკოპულუ, სტადიუ, პანეპისტიმიუ, აკადიმიას.

onalem

ტესტ