fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

რა შემთხვევაში შეიძლება დაბრუნდეს საკარანტინო ზომები? – ნიკოს სიფსასი ჟურნალისტებს პასუხობს

ინფექციური დაავადებების პროფესორმა, ნიკოს სიფსასმა ტელევიზიით უმნიშვნელოვანეს საკითებზე ისაუბრა. როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში უკვე ზომების მოხსნის მესამე ეტაპია და ხალხის აქტიურობა შესამჩნევი გახდა. პარალელურად, ქვეყანაში კორონავირუსის გადამდებიანობის ინდექსი, R0, 0-ზე დაბალია, ეს ნიშნავს, რომ რისკებიც დაბალია. მიუხედავად ამისა, ბოლო დღეების მანძილზე გავრცელებული კადრები მეცნიერთა შფოთვას იწვევს და სიფსასი სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებს.

საუბარია გადაჭედილ ავტობუსებსა და მეტროზე, სანაპიროებზე მყოფ ხალხზე, რომლებიც არანაირ დისტანციას არ იცავენ ერთმანეთისგან და ა.შ. ამ ყველაფერმა ერთად შესაძლოა Ro ინდექსი გაზარდოს და ამის შემდეგ მთავრობა იძულებული გახდეს, რომ გარკვეული ზომები დააბრუნოს.

“როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ირღვევა დისტანციის დაცვის წესი, ვცდილობთ სიტუაცია კარგად შევაფასოთ. ჩვენ გვაინტერესებს ის მდგომარეობა, რომელიც საჯარო ტრანსპორტში გვხვდება და აშკარაა, რომ ავტობუსები ხალხით არის გადატვირთული. ქვეყანაში ზომების მოხსნას ხელს შეუშლის Ro ინდექსის გაზრდა. ეს რომ გახდეს მაგალითად R1+, ეს ნიშნავს, რომ საბერძნეთში 1 ადამიანისგან სხვა ერთზე მეტი ადამიანი ინფიცირდება, რაც უკvე საგანგაშო შედეგებამდე მიგვიყვანს. 

ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მაღალი ტემპერატურა ვირუსს არ კლავს. ის უბრალოდ ხდება ნაკლებად გადამდები. ეს გამოცდილება ჩვენთვის ცნობილია სხვა კორონავირუსების შემთხვევაში. ვირუსი რჩება ჩვენთან და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

ვინაიდან ეპიდემია არის რესპირატორული (ჰაერ-წვეთოვანი) გზით გადამდები, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ ის ჭურჭელი, რომელსაც იყენებს სხვა ადამიანიც.

ამიერიდან ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე და ჩვენს გადაწყვეტილებებზე.”

ამრიგად, პროფესორი ამბობს, რომ მდგომარეობის გაუმჯობესება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობის ხარჯზეც შესაძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ინდექისის გაზრდის პირობებში, ქვეყნის გახსნა და ეკონომიკის წინ წაწევა საგრძნობლად შეფერხდება.

onalem

ტესტ