fbpx
საბერძნეთი

გვალვის შემდეგ საბერძნეთში ამინდი უარესდება – იხილეთ როდის და რამდენი გრადუსით ეცემა ტემპერატურა?!

ტემპერატურის ვარდნისა და რამდენიმე რეგიონში ამინდის გაუარესების შესახებ ათენის ეროვნული ობსერვატორია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ამინდის ცვლილება საბერძნეთში, 40 გრადუსიანი გვალვის შემდეგ, ხუთშაბათიდან, 21 მაისიდან არის მოსალოდნელი.

მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმაა ნავარაუდევი დილიდან დასავლეთ და ცენტრალურ მაკედონიაში, ხოლო საღამოს საათებიდან ფენომენი თითქმის ყველა რეგიონში გავრცელდება, მათ შორის სპორადესსა და ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე.

აფრიკული მტვრის კონცენტრაცია შემცირდება ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე კუნძულებზე.

ათენში უხვი ნალექი არ არის მოსალოდნელი, თუმცა, ხუთშაბათიდან ჰაერი მაქსიმუმ 27-28 გრადუსამდე გათბება, პარასკევს კი კიდევ უფრო დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება.

იხილეთ პროგნოზი დეტალურად:

 

onalem

ტესტ