fbpx
საბერძნეთი

“დაუჯერებელი მიკონოსი”: ბიზნესმენები თავად ქირაობენ ნავებს, რომ დარღვევებისთვის დაკავებული მენეჯერები უკან დააბრუნონ

მიკონოსი დაუჯერებელია თავისი კოსმოსური ფასებით, დარღვევებითა და უკვე ამ დარღვევების მოგვარების გზებითაც. რაზეა საუბარი?! როგორც ირკვევა, ბიზნესის მფლობელები თავად ქირაობენ ძვირადღირებულ ჩქაროსნულ ნავებს, რომ თავიანთი მენეჯერები უკან დააბრუნონ.

კერძოდ, ყველა ბიზნესს ჰყავს ადამიანი, რომელიც კანონდარღვევების (მაგალითად სახელმწიფო გადასახადების გადაუხდელობა, უკანონო მშენებლობა და.ა.შ) დაფიქსირების შემდეგ აცხადებს, რომ ის არის პასუხისმგებელი პირი და სწორედ მისი დაკავება ხდება ასეთ შემთხვევებში. წესით ისინი სიროსის განყოფილებაში გადაჰყავთ, სადაც გარკვეულ დროს ატარებენ, მაგრამ ამ დროს ბიზნესის რეალური მფლობელები მათი უკან დაბრუნების გზებს ეძებენ.

პოლიცია იუწყება, რომ ბიზნესმენები თავად ქირაობენ ჩქაროსნულ ნავებს, რომლებსაც სიროსზე მენეჯერებს უგზავნიან და მათ უკან აბრუნებენ, რათა დაწესებულებები დაკეტილი არ დარჩეს, აღნიშნულში კი, საკმაოდ დიდ თანხებს იხდიან. მათ არ უნდათ ელოდონ, თავად როდის გაუწევენ ორგანიზებას ამ ყველაფერს.

კიკლადესის კუნძულებზე კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს, მოწმდება როგორც გადასახადების დამალვასთან დაკავშირებული, ასევე, უკანონო მშენებლობებთან და მშენებლობებზე უკანონო დასაქმების შემთხვევები.

onalem

ტესტ