fbpx
საბერძნეთი

ცვლილებები საზღვრის კვეთისას – საბერძნეთში მოგზაურობის წესები

სამოქალაქო ავიაციის სამსახური ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას იმის შესახებ, თუ რა იცვლება ამიერიდან საბერძნეთში მოგზაურობის წესებში.

კერძოდ, ცვლილება ეხება ავადმყოფობის სერთიფიკატს, ანუ ცნობას, რომ კოვიდი გაქვთ გადატანილი. აღნიშნული დოკუმენტით მოგზაურობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაცემულია ვირუსის დადასტურებიდან 30 დღის შემდეგ და ძალაში იქნება 90 დღე ანუ სამი თვე.

ამ დრომდე ამ ცნობას ვადა ჰქონდა 180 დღე, მაგრამ ამიერიდან მცირდება 90 დღემდე. თუ არ აკმაყოფილებთ მოთხოვნას, საჭირო იქნება ტესტის გაკეთება კორონავირუსზე (სხვა შემთხვევაში უნდა იყოთ ვაქცინირებული და გასული უნდა იყოს 14 დღე მეორედ აცრიდან).

მეორეს მხრივ, საბერძნეთში შემოსვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქე ან მუდმივი მაცხოვრებელი, ასევე შემდეგი ქვეყნების მოქალაქე ან მუდმივი მაცხოვრებელი: ავსტრალია, ჩრდილოეთ მაკედონია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, კანადა, ბელორუსია, ახალი ზელანდია, ბაჰრეინი, სამხრეთ კორეა, კატარი, ჩინეთი, ქუვეითი, უკრაინა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სერბეთი, სინგაპური, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ალბანეთი, იაპონია, ლიბანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, იორდანია, მოლდოვა, ბრუნეი, სან მარინო, ანდორა, ვატიკანი, მონაკო, თურქეთი, არგენტინა, ინდოეთი, ურუგვაი, ომანი, ჩილე, მექსიკა, კოსოვო, ტაივანი.

საქართველო ამ სიაში ჯერ ისევ არ შედის და შემოსვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხართ ან საბერძნეთისა და საქართველოს მოქალაქე ერთდროულად ან გაქვთ ბინადრობის ნებართვა საბერძნეთში (ადია დიამონის).

თითოეულმა ადამიანმა, რომელიც საბერძნეთში შემოდის, აუცილებლად უნდა შეავსოს PLF ფორმა, ელექტრონულ პლატფორმაზე: https://travel.gov.gr

onalem

ტესტ