fbpx
საბერძნეთი

“თითქმის ყოველდღე სცემდა, აკრძალული ჰქონდა ტელეფონი და სოციალური ქსელი” – ალექსანდრუპოლში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ალექსანდრუპოლში დაკავებულ 30 წლის მამაკაცს, კადირ რამადანოღლუს, რომელმაც საკუთარი ცოლის სიცოცხლე შეიწირა, განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლებენ. 29 წლის ქალი მან ცემით სიკვდილამდე მიიყვანა, საავადმყოფოში კი თქვეს, რომ კიბიდან ჩამოვარდა და ამის შედეგად მიიღო დაზიანებები.

ოჯახის ახლობლები ჰყვებიან, თუ რა პირობებში ცხოვრობდა ახალგაზრდა ქალი. მათი თქმით, დაკავებული სისტემატიურად იღებდა ნარკოტიკებს, ახალგაზრდა მეუღლეს ყოველდღიურად უსწორდებოდა ფიზიკურად, საკუთარი შვილების თვალწინაც და გარესამყაროსთან კონტაქტს უკრძალავდა, მათ შორის მეგობრებთან და ოჯახთან, საკუთარ დედასთან საუბრის საშუალებასაც კი არ აძლევბდა.

როგორც ჩანს, მსხვერპლი ცდილობდა დაემალა, რა ხდებოდა მის თავს, მაგრამ ხშირად ხედავდნენ მის სხეულზე სისხლჩაქცევებს, რომელთა დაფარვაც უჭირდა.

არსებული ცნობებით, 29 წლის ჯერვიე ედინერლის ქმარი ტელეფონის ქონის უფლებასაც არ აძლევდა, რათა წვდომა არ ჰქონოდა სოციალურ ქსელზე.

მიუხედავად ყველაფრისა, მეზობლები ამბობენ, რომ 5 დეკემბერს, როცა ქალს უკიდურესად მძიმე დაზიანებები მიაყენა, ხმაურის ან ჩხუბის ხმა საერთოდ არ გაუგიათ.

იხილეთ სიუჟეტი:

onalem

ტესტ