fbpx
საბერძნეთი

“6-8 თვეში პანდემია დასრულდება” – ამერიკის საავადმყოფოს კოვიდ-განყოფილების ბერძენი ხელმძღვანელი

ამერიკაში, Johns Hopkins-ის საავადმყოფოს კოვიდ-განყოფილების ხელმძღვანელი, ბატონი პანაგის გალიაცატო ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ეთერში ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს და აცხადებს, რომ პანდემიის კურსის მიხედვით, რომელიც ახლა ფიქსირდება, ამ მდგომარეობიდან 6-8 თვეში უნდა გამოვიდეთ.

“მიმდინარე კვირაში ჩვენ ვნახეთ უამრავი კვლევა Omicron-ის ვარიანტის შესახებ, რომელიც ორ რამეს აჩვენებს. პირველი ის არის, რისიც გვეშინოდა, რომ ბევრად ადვილად გადამდებია, ვიდრე დელტა მუტაცია, მაგრამ ამავე დროს, არ გვხვდება შემთხვევები, რომ Omicron-ით დაავადებული ადამიანები მძიმედ არიან და ამ დრომდე არც გარდაცვალება ფიქსირდება.

ქვეყნებში, სადაც აუცრელობის მაღალი მაჩვენებელია, ჯანდაცვის სისტემა ზეწოლას განიცდის, თუმცა, ომიკრონის ვარიანტის ზუსტი შედეგებისა და გავლენის შესახებ საუბარი ძალიან ადრეა.

მიუხედავად ყველაფრისა, თუ მსოფლიო მოსახლეობის 80% ვაქცინირებული იქნება, 6-8 თვეში პანდემია დასრულდება. ვირუსი , ცხადია, აქ დარჩება, მაგრამ ის გახდება გაცილებით მსუბუქი, როგორც მაგალითად გრიპი. 

აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა აუცილებლად უნდა გაუგზავნონ ვაქცინა განვითარებად ქვეყნებს, რომ დაეხმარონ და ხელი შეუწყონ ვაქცინაციის ზრდას, რათა მუტაციები კიდევ უფრო არ გამრავლდეს,” აცხადებს ექიმი.

onalem

ტესტ