fbpx
საბერძნეთი

დღეიდან, 4 დეკემბრიდან, ხუთშაბათის, 7 დეკემბრის ჩათვლით, ტაქსების გაფიცვა მთელ საბერძნეთში

დღეიდან, 4 დეკემბრიდან, მთელი საბერძნეთის მასშტაბით მოსალოდნელია ტაქსის მძღოლების გაფიცვა. გაფიცვა იქნება იმაზე უფრო გრძელვადიანი, ვიდრე აქამდე ანონსდებოდა და ცხადია, კვლავ ეხება საგადასახადო კანონპროექტში შესულ ცვლილებებს, რომელთაც მძღოლები აპროტესტებენ.

უფრო კონკრეტულად, ტაქსის მძღოლები იფიცებიან დღეს, 4 დეკემბრიდან, ხუთშაბათის, 7 დეკემბრის ჩათვლით. ფედერაციამ მოუწოდა ყველა ძირითად გაერთიანებას, რომ გარდა გაფიცვისა, განახორციელონ მობილიზაცია და საპროტესტო აქციები, საჭიროებისდა მიხედვით.

“ქუჩაში არ ივლის არცერთი ტაქსი, მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენი ინდუსტრია ნადგურდება,” აღნიშნავს მძღოლების გაერთიანება.

ტაქსები არ იმოძრავებენ არც ათენში და არც თესალონიკში, ზოგადად, გაფიცვა ეხება მთელ საბერძნეთს, სადაც მძღოლები გადაწყვეტენ, რომ ოთხი დღის მანძილზე მუშაობა შეწყვიტონ.

მოსალოდნელია, რომ მიმდინარე დღეებში გაიმართოს საპროტესტო აქციებიც ათენის ცენტრში.

onalem

ტესტ