fbpx
პოლიტიკა

ისტორიული შეხვედრა 3 დღეში – რეჯეფ ტაიპ ერდოღანი 7 დეკემბერს ათენს ეწვევა და ბერძენ პირველ პირებს შეხვდება

როგორც უკვე ცნობილია, 7 დეკემბერს დაგეგმილია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდორანის ოფიციალური ვიზიტი ათენში, რომელსაც შეიძლება ისტორიული ვიზიტიც ეწოდოს. თურქეთ-საბერძნეთის დაძაბული ურთიერთობისა და ერდოღანის მუდმივი უარის ფონზე, შეხვედროდა ბერძენ პრემიერს, აღნიშნული ვიზიტი ნამდვილად მოხვდება ევროპული მედიის ეპიცენტრში.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც ამ ოფიციალურ ვიზიტს შეიძლება მოჰყვეს, არის მიგრაციის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების შეთანხმების ხელმოწერა – თანამშრომლობის, რომელიც უკვე კარგ დონეზეა და უკვე მოჰყვა მიგრანტების ნაკადის შემცირება აღმოსავლეთ საბერძნეთიდან.

ამას გარდა, მოსალოდნელია ისიც, რომ გაამწესონ თურქი ოფიციალური პირი კუნძულ ლესვოსზე, ხოლო ბერძენი ოფიციალური პირი იზმირში, რათა ორ მხარეს შორის გაუმჯობესდეს კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა.

ერდოღანი შეხვდება როგორც საბერძნეთის პრეზიდენტს, ეკატერინი საკელაროპულუს, ასევე, კირიაკოს მიცოტაკის და სხვა ოფიციალურ პირებს, მათ შორის: ნიკოს დენდიას, კოსტის ხაძიდაკის, კირიაკოს პიერაკაკისსა და ლინა მენდონის.

onalem

ტესტ