fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის მოსახლეობა მუდმივად მცირდება – რას აჩვენებს 5 წლის მონაცემები

მთლიანი მოსახლეობის კლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დემოგრაფიული განზომილებაა საბერძნეთში. 2014-2019 წლებში ქვეყანაში ყოველ 10.000 მოსახლეზე 37 ადამიანის კლება ფიქსირდება, პარალელურად კი, მიგრაციის აქტიურობის პირობებში, ემატება 13 ადამიანი.

5 წლიანი მონაცემების ფონზე საბერძნეთის მოსახლეობის კლება (-62 ადამიანი წელიწადში ყოველ 10.000 მოსახლეზე) აშკარად გაცილებით მეტია, ვიდრე მთლიანად ევროკავშირის მაჩვენებელი (-33 ადამიანი ყოველ 10.000 მოსახლეზე წელიწადში).

ამავე დროს, 2014-2019 წლებში მთლიანად ევროპაში მიგრაციის ტენდენცია გაცილებით მაღალი იყო (+46 ადამიანი ყოველ 10.000 მოსახლეზე), ვიდრე საბერძნეთში (+24 ადამიანი ყოველ 10.000 მოსახლეზე). ერთადერთი, რაც საბერძნეთში მთლიანი მოსახლეობის კლებას ანელებს, სწორედ მიგრაციაა.

საბოლოო დასკვნის მიხედვით, როგორც საბერძნეთში, ასევე ევროკავშირში, ემიგრანტებს აქვთ დადებითი გავლენა მთლიანი მოსახლეობის სახასიათო ცვლილებებზე, ანუ შობადობისა და სიკვდილიანობის მხრივ. ხოლო ადგილობრივები ნეგატიურ გავლენას ახდენენ. ემიგრანტებში ფიქსირდება გაცილებით მეტი შობადობა, სიკვდილიანობასთან შედარებით, ხოლო ადგილობრივებში ფიქსირდება გაცილებით მეტი გარდაცვალება, ვიდრე შობადობა.

 

onalem

ტესტ