fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვი სკოლაში მივიდა, რადგან არ უნდოდა ექსკურსია გამოეტოვებინა

ტელეკომპანია ΕΡΤ-ზე გასული სიუჟეტის მიხედვით, თესალონიკში საშუალო სკოლის მოსწავლემ იზოლაციის პირობები დაარღვია და სკოლაში, თანაკლასელებთან დაბრუნდა.

ირკვევა, რომ კონკრეტულ დღეს დაგეგმილი იყო ექსკურსია და ბიჭს არ უნდოდა მისი გამოტოვება. აქედან გამომდინარე, მშობლების თანხმობის გარეშე, ის სკოლაში მივიდა.

გამომდინარე იქიდან, რომ სხვა მშობლებსა და ბავშვებს სწორედ მისი დედისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მას კოვიდ-19 დაუდგინდა, მისი დანახვისთანავე დისტანცია დაიკავეს და დირექტორს შეატყობინეს, ბიჭის სკოლაში ყოფნის შესახებ.

შემთხვევამ უსიამოვნება გამოიწვია, მაგრამ საბოლოოდ ბავშვი სახლში, იზოლაციაში დაბრუნდა და ექსკურსიაც გამოტოვა.

onalem

ტესტ