fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია ათენში: 15 თვის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე მისი დედა და ბებია დააკავეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის ბავშვთა საავადმყოფოში 15 თვის ბავშვი სერიოზული დამწვრობებითა და დაზიანებებით გადაიყვანეს. ირკვევა, რომ ჩვილი თავდაპირველად პატისიაზე მდებარე კლინიკაში მიიყვანეს, ხოლო შემდეგ, ვინაიდან კომურ მდგომარეობაში იყო, ბავშვთა საავადმყოფოს მიმართეს.

ექიმების განცხადებით, როდესაც მათ ჩვილი ნახეს, უკვე რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო. მას აღენიშნებოდა დამწვრობები და სხეულის ტემპერატურა უკიდურესად დაბალი ჰქონდა, შემოწმების შედეგად კი, მისი სიკვდილი დადასტურდა.

ბავშვის ბებია აცხადებდა, რომ ორი-სამი დღის წინ დედამ აბანავა და შემთხვევით, ძალიან ცხელი წყალი მოუშვა, რის შედეგადაც დაიწვა და სერიოზული დაზიანებები მიადგა.

პედიატრის თქმით, უკვე ძალიან გვიანი იყო, ბავშვს სხეული გალურჯებული და გაყინული ჰქონდა, არ ჰქონდა პულსი და არც გული უცემდა, აქედან გამომდინარე, ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლეს.

პოლიციამ ჩვილის 32 წლის დედა და 60 წლის ბებია დააკავა, გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ ზუსტად რას შეეწირა ახალშობილი.

onalem

ტესტ