fbpx
საბერძნეთი

კლიმატური ფენომენი საბერძნეთში – საგანგებო შეხვედრები სამოქალაქო დაცვის სამინისტროში

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო გუშინდელი დღიდან სპეციალურ შეხვედრებს მართავს, კლიმატური ფენომენის გააქტიურებასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის უმეტეს რეგიონებს თავს დღეს ღამით დაატყდება და კვირამდე გასტანს.

ათენის ეროვნული ობსერვატორიის უახლესი პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია ქარიშხალი და წვიმა, ზღვაზე კი ტალღების სიმღლე განსაკუთრებით მოიმატებს.

დღეს ღამით ფენომენის გააქტიურება მოსალოდნელია დასავლეთით, ხოლო ნელ-ნელა გავრცელდება ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიებზეც. დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებობს დატბორვის, წყალდიდობის შანსი, მთიან რეგიონებში კი, მოსალოდნელია თოვა.

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მკაცრად აფრთხილებს მოსახლეობას, ძლიერი წვიმისა და ქარის პირობებში თავიდან აირიდონ ყველა არასაჭირო გადაადგილება, განსაკუთრებით, დატბორვის რისკის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე. არცერთ შემთხვევაში არ უნდა სცადოთ გადაკვეთოთ წყლის არხები ან ხიდები, უხვი ნალექის დაფიქსირების დროს.

onalem

ტესტ