ბერძნული ციხეები: ქართული და ალბანური კრიმინალური დაჯგუფებები

საბერძნეთის ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი იწერება. არ წყდება პატიმრების პროტესტი, რომლებიც აცხადებენ, რომ იქ, გარდა სასჯელის მოხდისა, გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა.

ციხის თანამშრომლები ყოველდღე ხდებიან შეტაკებებების მოწმეები. კომპეტენტური პირი ბერძნულ  წყაროს   newsbeast.gr-ს ესაუბრა დ აღწერა სასჯელაღსრულების დაწესებულების შავბნელი მხარეები, რომ პატიმრებს მონობის ფასად უჯდებათ დარჩნენ ცოცხალი.

ბერძნული ციხეები, რომლებიც ამჟამად 10,000 პატიმარს ითვლის, შედგება 101 სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლისგან, რომლებიც თანაარსებობას ცდილობენ.

რა ხდის პატიმარს ციხეში ძლიერს? ნარკოტიკები, იარაღი, ტელეფონის გამოყენების საშუალება – ეს ის ელემენტებია, რომლებიც კონკეტული პირების დომინირებას ადასტურებს.

ქართველი პატიმრები საბერძნეთში განიხილებიან, როგორც ყველაზე “რთული” პატიმრები. ისინი ორგანიზებულად მოქმედებენ, ჰყავთ ლიდერი და თავიანთი ვიწრო წრე, რომლის “გატეხვაც” მესამე პირისთვის თითქმის შეუძლებელია. ეს ჩაკეტილი ციხესიმაგრეა, რომლის წევრებიც სხვა პატიმრებს არაფერს უზიარებენ, იცავენ მათ მიერ დაწესებულ კანონებს.

ისინი არ იყენებენ ციხეში ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ციხეში მუშაობა, რის ფონზეც მათი სასჯელი მცირდება. ქართველები ციხეში ატარებენ სასჯელის მთლიან ვადას.

ბუნებრივია, რომ როდესაც საბერძნეთის იუსტიციის მინისტრმა ქართველ პროკურორს ჰკითხა, თუ როგორ უმკლავდებიან ციხეებში ქართველ პატიმრებს, მან უპასუხა: “ჩვენი ყველაზე საშიში კრიმინალები, საბერძნეთში არიან.”

ბერძნულ ციხეებში ალბანური მაფიაც ერთ-ერთ ძლიერ ჯგუფს წარმოადგენს. მათ უკავშირდებათ უამრავი ძალადობრივი ინციდენტი. როგორც აღნიშნავენ, ალბანელები იყოფიან ფრაქციებად (ხროვებად), რომლებიც დაყოფილი არიან ჩრდილოეთისა და სამხრეთის ციხეებში, ეს დამოკიდებულია მათ კონკრეტულ წარმოშობაზე. მათ ბრალი მიუძღვით ძირითადად ისეთ მძიმე დანაშაულებში, როგორებიცაა მკვლელობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა და ა.შ.

წყარო: www.newsbeast.gr

სტატია ეკუთვნის ბერძენ ჟურნალისტს, მარია ზახაროპულოს

melano

ტესტ