fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

”იმიტომ, რომ მეც ძვირი გადავიხადე” – ტავერნის მეპატრონის ირონიული პასუხი კუნძულ სიროსიდან

როგორც უკვე იცით, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კუნძულ სიროსზე მდებარე ტავერნის შესახებ ნეგატიური ინფორმაცია გაავრცელა. ის ტავერნის ადმინისტრაციას არარეალური ფასების დადებასა და შესაბამისი ქვითრების გაუცემლობაში ადანაშაულებდა.

ახლა კი, ტავერნის მეპატრონე ჟურნალისტს საჩივარზე პასუხობს:

”მე ის ადამიანი ვარ, ვისაც ამ დღეების მანძილზე ადანაშაულებდნენ. მინდა ამ ქალბატონს ლამაზი რეკლამისთვის მადლობა გადავუხადო. მე პირადად, როდესაც პრობლემა არსებობს, მის დაძლევას იქვე ვცდილობ. თუმცა, მან ამის შესახებ Facebook-ზე გამოაქვეყნა, რათა საკუთარი თავისთვის პიარი გაეკეთებინა. ვისაც კარგი კვება სურს, მითუმეტეს ნახევარმეტრიანი რვაფეხის მირთმევა, ის შესაბამისად იხდის, იმიტომ, რომ მეც ძვირი გადავიხადე.

ყოველ შემთხვევაში, მინდა მადლობა ვუთხრა, რადგან ამის შემდეგ, მეც და ჩემი ტავერნაც ბევრად პოპულარულები გავხდით. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც კომენტარებში წერდნენ, რომ როგორ მოვლენ ჩემს ტავერნაში, მინდა მათაც ვუთხრა, ამ ”რეკლამის” შემდეგ, დილიდან შუაღამემდე ყველა სკამი დაკავებულია. ჩემი ტავერნა სავსეა ადამიანებით, რომლებიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოდიან, ტრადიციული კერძების დასაგემოვნებლად. დიდი მადლობა ყველას და მიყვარხართ!”

onalem

ტესტ