fbpx
საბერძნეთი

“საყოფაცხოვრებო კალათის” სიაში ცვლილებები შედის – სუპერმარკეტები, რომლებიც ინიციატივას უერთდებიან

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში იზრდება იმ სუპერმარკეტების სია, რომლებიც მოსახლეობას “საყოფაცხოვრებო კალათს” სთავაზობენ, ანუ პროდუქციის კონკრეტულ ჩამონათვალს, რომლებზეც იქნება ეკონომიური ფასები და მაჩვენებლების ზრდა არ არის მოსალოდნელი. ხვალ ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსდება განახლებული სია, რომელი სუპერმარკეტები უერთდებიან ინიციატივას.

“საყოფაცხოვრებო კალათს” მოსახლეობას ამ დრომდე სთავაზობენ შემდეგ ქსელები: ΑΒ Βασιλόπουλος, Βazaar, Γαλαξίας, Discount Market, Κρητικός, Lidl, Μασούτης, Market In, My Market, Σκλαβενίτης, ΣΥΝΚΑ, Χαλκιαδάκης, ონლაინ Efresh.gr და პლატფორმა E-food). ასევე მოსალოდნელია, რომ დაემატოს პლატფორმა Wolt, როგორც ადონის გეორგიადიმ განაცხადა.

1 დეკემბრიდან სავალდდებულო იქნება, რომ სუპერმარკეტებში კონკრეტულ პროდუქტებზე დაიდოს სპეციალური ნიშნები, რომელთა საშუალებითაც მომხმარებელს გაუადვილდება ამ პროდუქტების ამოცნობა.

რაც შეეხება პლატფორმას, სადაც სუპერმარკეტებისა და შესაბამისად, პროდუქტების ჩამონათვალის ნახვა შეგვიძლია, შემდეგია: https://e-katanalotis.gov.gr/householdBasket.

 

onalem

ტესტ