fbpx
საბერძნეთი

საგადასახადო სამსახურის თანამშრომელს სალაროებიდან 320.000 ევროს გაფლანგვისთვის 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ სასჯელი ჯარიმით შეუცვალეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კილკის საგადასახადო სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიუსაჯეს დანაშაულისთვის, რომელიც მან 2011-2013 წლებში ჩაიდინა.

არსებული ცნობებით, საუბარია 320.000 ევროზე, რომელიც მან საგადასახადო სამსახურის სალაროებიდან გაფლანგა, ახლა უკვე პენსიაზეა გასული და ვინაიდან მოსამართლეებმა გაითვალისწინეს შემამსუბუქებელი გარემოებები, ბრალდებული ქალის გულწრფელი სინანული და წინა წლების პატიოსანი მუშაობა, მისი 6 წლიანი სასჯელი ჯარიმად აქციეს. ამრიგად, პენსიონერ ქალბატონს ეკისრება 3 ევროს გადახდა დღეში.

საქმის მასალების მიხედვით, ის პერიოდულად აყალბებდა დოკუმენტებს და შეცდომაში შეჰყავდა გადასახადების გადამხდელები, ხალხის მიერ მიცემულ თანხებს თავად იტოვებდა და არ შეჰქონდა საჯარო ადმინისტრაციაში. ქალი იმასაც კი ახერხებდა, რომ მისი თაღლითური გეგმა Taxisnet-ის სისტემისთვის შესამჩნევი არ ყოფილიყო.

მან ადვოკატის საშუალებით სასამართლოზე განაცხადა, რომ უკვე მიიღო ზომები გაფლანგული თანხების უკან დასაბრუნებლად.

 

onalem

ტესტ