fbpx
საბერძნეთი

პოლიციის კონტროლი გააქტიურდა – ბერძნები წარმოუდგენელ მიზეზებს იგონებენ სოფლებში გასასვლელად

დღეს დილიდან საბერძნეთის პოლიცია აქტიურ რეჟიმში მუშაობს. ქალაქის გასასვლელებთან მოწმდება აბსოლუტურად ყველა მანქანის მძღოლი, რომელიც პროვინციებისკენ მიემართება. OPEN-ის ცნობით, ოფიცრებმა ბევრი მათგანი უკანაც კი მიაბრუნეს, სულელური მიზეზების დასახელების შემდეგ.

ირკვევა, რომ მძღოლები ამბობენ გადაადგილების წარმოუდგენელ მიზეზებს, რის გამოც მათ უკან აბრუნებენ. მაგალითად, ერთ-ერთმა მამაკაცმა განაცხადა, რომ სოფელში მდებარე მის სახლში მძარცველები შეიჭრნენ, გაქურდეს და სწორედ აქედან გამომდინარე მიდიოდა იქ. ასეთ შემთხვევებში პოლიციის ადგილობრივმა ორგანოებმა უნდა გადააგზავნონ ქურდობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც, ცხადია, მამაკაცს არ ჰქონდა და ათენში მოუწია დაბრუნება.

პოლიცია აჩერებს ყველას, ვინაიდან ბევრია ისეთიც, ვინც ნამდვილად სამსახურეობრივი მიზეზით გადაადგილდება.

შემოწმების აქტიური განხორციელების მიზნით, სამართალდამცველები იყენებენ ვერტმფრენებსა და დრონებსაც, რათა ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ მიმდინარე მდგომარეობასთან დაკავშირებით.

 

onalem

ტესტ