fbpx
საბერძნეთი

68 გარდაცვლილი და ყველა ერთი და იგივე მიზეზით – რა ხდება საბერძნეთის მოხუცთა მოსავლელ ერთ-ერთ ცენტრში

საზოგადოების დიდი შეშფოთება გამოიწვია კრეტაზე, კერძოდ, ხანიაში მდებარე მოხუცთა მოსავლელ ცენტრში არსებულმა მდგომარეობამ, სადაც 1 წელიწადში 68 მოხუცებული გარდაიცვალა და უცნაური ის არის, რომ სიკვდილის მიზეზი, ყველა შემთხვევაში ერთი და იგივეა.

როგორ ჩანს, საქმე საკმაოდ სერიოზულია, ვინაიდან დაიგეგმა ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალის გვამის ექსჰუმაცია, რათა დადგინდეს სიკვდილის ზუსტი მიზეზი. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს დაადგინოს, იყვნენ თუ არა ეს მოხუცები კრიმინალური დანაშაულის მსხვერპლი.

zarpanews.gr-ის ინფორმაციით, ყველა ადამიანის გარდაცვალების ცნობაში სიკვდილის მიზეზად წერია გულის გაჩერება, დამატებითი განმარტებების გარეშე. ეს კი, იწვევს ეჭვს და არსებული ვარაუდით, მოხუცები ბუნებრივი სიკვდილით არ დახოცილან.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, რადგან პოლიციას საქმე შესაძლოა კრიმინალურ ორგანიზაციასთან ჰქონდეს, რომელიც, რაიმე გზით, ყველა ამ მოხუცს სიცოცხლეს უსწრაფებდა.

onalem

ტესტ