fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ექსპერტები ვაქცინაციის ვალდებულების დაწესებას საჭიროდ თვლიან – ვის ეხება?!

საბერძნეთის მთავრობა და ექსპერტთა საბჭო დიდი ხანია საუბრობს ვაქცინაციის ვალდებულების დაწესებაზე სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის. თუმცა, გარდა ამისა, დღეს ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბარში პროფესორმა ხარალამბოს გოგომ აღნიშნა, რომ საჭიროდ მიიჩნევენ, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს სარესტორნო სფეროში მომუშავეთათვისაც.

“ზოგიერთ სფეროში აუცილებელია ვაქცინაცია. როგორც სამედიცინო სექტორში მომუშავეთათვის, ასევე კაფე-ბარებში, რესტორნებსა და ტავერნებში მომუშავე პერსონალისთვის. ცხადია, რომ ისინი უნდა აიცრან. არ შეიძლება, რომ ვაქცინირებული ადამიანი მიდიოდეს რომელიმე კაფეში, სადაც მას მოემსახურება სხვა პირი, რომელიც არ არის აცრილი. 

ვაქცინაცია რომ სავალდებულო ყოფილიყო გასართობ დაწესებულებაში შესვლისთვის, ახლა ინფიცირების გაცლებით ნაკლები შემთხვევა გვექნებოდა. ბოლო 3-4 დღეა რიცხვი იმატებს, მაგრამ გუშინდელ მონაცემებს შეიძლება “აფეთქება” ვუწოდოთ. 

სრულიად ლოგიკურია, რომ ყოველდღიური რიცხვები იზრდება, რადგან ეს მდგომარეობა დაკავშირებულია სწორედ გასართობ დაწესებულებებთან… და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა როლი ითამაშა დელტა მუტაციამ მიმდინარე ცვლილებებში. 

მეოთხე ტალღა ჯერ კიდევ არ გვაქვს, ეს მხოლოდ დასაწყისია. გახსოვდეთ, რომ გარდა ვაქცინისა, გვიცავს პირბადეც, ამიტომ ატარეთ ის,” განაცხადა პროფესორმა და ექსპერტთა საბჭოს წევრმა.

onalem

ტესტ