fbpx
საზოგადოება

კადრები ათენიდან, რომლებმაც შესაძლოა აკრძალვებში დაგვაბრუნოს – ინფიცირებულია რამდენიმე ახალგაზრდა

ალიმოდან გავრცელებული კადრები სოციალურ ქსელში აქტიური განხილვის საგანია. ერთ-ერთ სანაპიროზე მდებარე ბარში გამართული წვეულება რამდენიმე ახალგაზრდის ინფიცირების მიზეზად იქცა. ისინი თავად წერენ, რომ კორონავირუსი აღმოაჩნდათ და სავარაუდოდ, კიდევ ბევრია ისეთი, ვისაც ჯერ არ აღმოუჩენია, რომ დაინფიცირდა.

კადრებზე ჩანს, რომ წვეულებაზე წარმოუდგენელი ხალხმრავლობაა, პირბადეს არავინ ატარებს და არც დისტანციებს იცავენ. შესაბამისად, დარღვეულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომა და ზოგადი მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში ფიქსირდება, ცხადყოფს, რა შედეგები აქვს მსგავს კორონა-წვეულებებს.

მას შემდეგ, რაც ნიკოს ხარდალიამ გამოაცხადა, რომ კაფე-ბარები მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის კლიენტებს მოემსახურებიან და აკრძალული იქნება მათი ფეხზე დგომა, რამდენიმე წვეულება გაუქმდა. მათგან ერთ-ერთზე მოსალოდნელი იყო მინიმუმ 3.000 კაცის შეკრება და VIP მაგიდის ღირებულება 1.000 ევრო იქნებოდა.

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში შეზღუდვების ადგილობრივად დაწესებას განიხილავენ.

onalem

ტესტ